არ არსებობს არანაირი ლოგიკა, როჯერ ფედერერის ამგვარ წარმატებებს რომ ახსნის. 36 წლის ასაკში ჩოგბურთელთა უმეტესობა პენსიაშია გასული, როჯერ ფედერერი კი ორშაბათიდან ATP-ის განახლებულ რეიტინგს სათვეში მოექცევა.

გაპირველებისთვის როტერდამულ მეოთხედფინალში რობინ ჰაასეს დამარცხებამ იკმარა და ერთბაშად სამი რეკორდიც დამყარდა:

  • საჩოგბურთო ამქრის სათავეში 36 წლისა ჯერ არავინ მოქცეულა. აქამომდელი უხუცესი ანდრე აგასი იყო, რომელსაც 33 წლისას ეკავა რეიტინგის პირველი საფეხური.
  • პირველი საფეხურიდან ფედერერი ზუსტად 5 წლისა და 106 დღის წინ დააქვეითეს. ამხელა პაუზის შემდეგ კი პირველობა არავის დაუბრუნებია.
  • როჯერ ფედერერი მსოფლიოს პირველი ჩოგანი პირველად 2004 წელს გახდა და საერთო ჯამში რეიტინგის პირველ საფეხურზე 302 კვირის განმავლობაში იმყოფებოდა.