კიდევ ერთი შერეკილი პიონგჩანგიდან – ამ ტონგელი ბიჭის შესახებ სამხრეთკორეულ ოლიმპიადამდე უკვე ვწერდით, მაგრამ დღეს ის ისევ მსოფლიო მედიის ჰედლაინერთა შორისაა. ტონგელი პიტა ტაუფატოფუა 2016 წელს რიოს ოლიმპიადაზე ტაიკვონდოისტის რანგში ჩავიდა და ქოქოსის ზეთით გაპოხილს საკუთარი ქვეყნის დროშით გახსნის ცერემონიაზე გამოსვლის პატივიც ერგო. რიოში პიტამ პირველივე ბრძოლა წააგო, მაგრამ გულში თხილამურებით სრიალში ოლიმპიური ლიცენზია ამოიჭრა…
გაოცდებით: პიტამ ბევრი იარა თუ ცოტა, ერევნიდან თბილისამდე ტაქსით იმგზავრა, მერე სტამბულში გადაფრინდა, იქიდან მიუნხენში, მერე რეიკიავიკში და დროის ამოწურვამდე 45 წუთი იყო დარჩენილი, ოლიმპიური ნორმატივი რომ შეასრულა. დღეს პიტამ 15 კილომეტრზე თხილამურებით რბოლაში 116 მონაწილეს შორის 114-ე ადგილი დაიკავა, თუმცა კომენტარი ღიმილით გააჯერა: „ ტოკიომდე შორია, მაგრამ 2020 წლის ოლიმპიადა ჩემი მიზანია. ვეცდები, ლიცენზია ცურვაში მოვიპოვო”.
ამისი ამბავი რომ ვიცი, გამოუვა – ბოლოს და ბოლოს ერევანსა და თბილისში ნამყოფი ბიჭია.