ფიფამ და კოკა-კოლამ მორიგი სანაკრებო რეიტინგი გამოაქვეყნეს. გაოცდებით და საქართველოს ნაკრებმა კარგახნიანი პაუზის შემდეგ ასეულში შეაბიჯა.

ჩვენმა ნაკრებმა წინა რეიტინგის 322 ქულას კიდევ 13 წაუმატა, ახლა 335 აქვს, რაც 4 საფეხურით დასაწინაურებლად და ზუსტად მე-100 ადგილზე გადასანაცვლებლად აღმოჩნდა საკმარისი.

სიმართლე ითქვას, მთლად სახარბიელო კამპანიაში არც ახლა ვართ: ჩვენს წინ გვინეა ბისაუ, გაბონი, ფარერები და ლიბია არიან, კუდში კი ომანი, ინდოეთი, მავრიტანია და ზიმბაბვე მოგვდევენ.

რაც შეეხება ლიდერებს, ათეულს ცვლილებები არ შეხებია და გერმანიის საფეხბურთო მანქანა კვლავაც მორჭმით ზის სამეფო ტახტზე.

 

წილი
წინა სტატიაფუი, ეშმაკს!
შემდეგი სტატიაიწექით, ოქრო მოგივათ!
გიორგი ნოზაძე
მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".