წუხელ „იუვემ“ და „ტოტენჰემმა“  საბრძოლო 2:2 რომ ითამაშეს, გასაოცარი არაფერია. ეს მატჩი ჩემპიონთა ლიგის ისტორიას ორი საოცარი რეკორდით შემორჩება.

სასტარტო სასტვენიდან სულ რაღაც 8 წუთი და 7 წამი იყო გასული, იტალიელთა შემტევმა გონსალო იგუაინმა დუბლი გაიფორმა. აქამდე რეკორდი იტალიურივე „ინტერის“ მეგოლე ხულიო კრუსს ეკუთვნოდა, ვინაც 11 წლის წინ მოსკოვის „სპარტაკს“ ორგოლიანი ფოკუსი 8 წუთსა და 30 წამში ჩაუტარა.

წუხელ რეკორდი სტუმართა მეგოლემაც მოხსნა – ჰარი კეინამდე ჩემპიონთა ლიგის სადებიუტო 9 შეხვედრაში 9 გოლი არავის გაეტანა. ექსრეკორდსმენ სიმონე ინძაგის თავის დროზე 9 გოლისთვის 10 მატჩი დასჭირდა.

მშრალი ფაქტი: ლიგის სადებიუტო 9 შეხვედრაში მესიმ სულ ორჯერ გაიტანა, რონალდუმ – ვერც ერთი.

წილი
წინა სტატიაშავი, გიჟი კაცი
შემდეგი სტატიასტოილოვი საქართველოს წინააღმდეგ?
გიორგი ნოზაძე
მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".