სომეხი ფეხბურთელის, ოვიკ ნერსისიანის სახელ-გვარი არაფერს გეუბნებათ.

მან თავისი განცხადებით მიიქცია ყურადღება.

23 წლის ოვიკი ადრე ერევნის „პიუნიკში“ თამაშობდა, ამჟამად კი ინგლისის ერთერთ უმდაბლეს დივიზიონში (კლუბი „უილჩერჩ ალპორტი“) გამოდის.

ის თავშესაფარს ითხოვს დიდ ბრიტანეთში, რადგან სამშობლოში არმიაში წასვლა არ სურს.

“სომხეთში ფეხბურთელს არმიაში წასვლას აიძულებენ. სიცოცხლეს საფრთხის ქვეშ აყენებენ. იქ რომ დავბრუნდე, ჯერ საპყრობილეში ჩამსვამენ, მერე კი არმიაში გამიწვევენ. ეს კი რისკია. სომხეთის მთავრობას ფეხბურთელები არ სჭირდება. მათ სჭირდებათ ჯარისკაცები. ბევრი სომეხი სამხედრო დაიღუპა აზერბაიჯანთან ომის დროს. ინგლისში თავს უსაფრთხოდ ვგრძნობ” – უთხრა ნერსესიანმა „შჰროპსჰირესტარ“-ს.

წილი
წინა სტატიაოლიმპიური ქარავანი
შემდეგი სტატიარონალდუ – მესი 8:0
ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.