ფეხბურთელმა დასტური თქვას გუნდში გადასვლაზე და არ იცოდეს ეს გუნდი სადაა, ამასაც მოვესწარით. 23  წლის მაროკოელი უსამა ტანანე  „სენტ ეტიენის“ ძირითადში ვერ ხვდებოდა და შარშან ზაფხულს გრან-კანარიას  „ლას პალმასში“ განათხოვრების ვარიანტი რომ გამოუჩნდა, დათანხმდა.

ჩავიდა ტანანე ლას პალმასში და იქაურობას ვერ შეეგუა – ორ თვეში აიბარგა და საფრანგეთში დაბრუნდა, რამდენმე დღის წინ კი le10sport-თან ინტერვიუში თქვა: „ შევცდი „ლას პალმასში“ რომ გადავედი, თანხმობა რომ ვუთხარი, ისიც კი არ ვიცოდი ეს გუნდი კუნძულზე თუ იყო. ვერაფრით გავშინაურდი, მეგობრების და ოჯახის გარეშე ძალიან გამიჭირდა და ამას ენის უცოდინარობაც დაემატა“.

მერე რა, რომ  არ იცოდა, სამაგიეროდ, როცა „ჰერაკლესში“ თამაშობდა,  „კამბურს“ ერთ ტაიმში ოთხი გოლი გაუტანა.

წილი
წინა სტატიავინ ჩააწყო ლევანტე – სარაგოსა?
შემდეგი სტატიაკვერცხები
ვაჟა ხუციშვილი
ვაჟა ფშაველა... უკაცრავად, ფშაველი ვაჟა, გვარად ხუციშვილი. ერთგული, ნიჭიერი და ესპანეთში ნაცხოვრები კაცია, რომელმაც „რეალის” და „ბარსელონას” ქვეყანა შიგნიდან იცის და მკითხველისთვის მრავალი საინტერესო ამბის მოყოლა შეუძლია. ხანდახან ამბობს, კუში კოშმარიაო და ვერ გაიგებ, „მაზიანების” წინააღმდეგია თუ ვიღაც კაცის სახელსა და გვარს ასახელებს.