პიოინგჩანგის ზამთრის ოლიმპიადის ზოგიერთი მონაწილე ჯერ კიდევ თამაშების გახსნამდე კურიოზულ სიტუაციაში აღმოჩნდა. ცნობილი გახდა, რომ გუნდურ ჩათვლაში გამარჯვების უმთავრესი ფავორიტი ქვეყნის, ნორვეგიის დელეგაციის მზარეულმა შეკვეთილი 1500 კვერცხის ნაცვლად 15 ათასი კვერცხი მიიღო. როგორც გაირკვა, შეცდომა შეკვეთის მიცემისას გუგლის მთარგმნელი პროგრამის გამოყენებამ გამოიწვია.
ტორე ოვრებო, ნორვეგიის დელეგაციის ხელმძღვანელი: ეს კვერცხები უფრო მეტად გაუგებრობას ჰგავს, ვიდრე იმას, რაც ჩვენ გვჭირდება. უბრალოდ, შეკვეთის გაფორმებისას, ერთი ზედმეტი ნული გაჩნდა და ამიტომ 1500-ის ნაცვლად 15 ათასი მოგვიტანეს. რა უნდა ვთქვა, ხდება ხოლმე. ალბათ, მზარეული მათ კერძებში გამოიყენებს, ან შესაძლოა, უკან დაბრუნება მოვახერხოთ. არ ვიცი, ეს დიდი პრობლემაა.
გამოთვალეს, რომ მარაგის ამოწურვისთვის ნორვეგიის დელეგაციის თითოეულმა წევრმა დღეში 124 კვერცხი უნდა შეჭამოს.