სამხრეთ კორეაში ოლიმპიური თამაშების დაწყებამდე დღეებიღა დარჩა. მერე რა, რომ ოლიმპიადა ზამთრისაა? გრძნობთ სადმე ან როგორმე უსერიოზულესი და ულამაზესი სპორტული ფორუმის მოახლოებას? სამწუხაროდ არა.

არადა, განა ის ქვეყანა არ ვართ, სოჭსა და იმავე სამხრეთკორეულ პიონჩანგს ოლიმპიადის მასპინძლობას რომ ვეცილებოდით? ყოველ შემთხვევაში, ამბიცია ხომ გვქონდა? განა ის ქვეყანა არ ვართ, წელიწადში ექვსი თვის მანძილზე დათოვლილი კურორტებით რომ ვამაყობთ? როდის და რამდენი საერთაშორისო (სოლიდური) ტურნირი გავმართეთ სპორტის ზამთრის სახეობებში?

ჩვენი ზამთრის კურორტები მარტივი ბიზნესის კეთებისა და სელებრითი ქართველების დასასვენებელ ადგილად შეგვრჩა, სომხური წახკაძორი კი ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ეტაპებს მასპინძლობს. გუნდაობაში მაინც იმართებოდეს მსოფლიოს თასი… ფოტოზე რომ გოგონებს ხედავთ, ნიგერიის ნაკრებია… ბობსლეიში!!! გოგონებმა, თოვლი რომ არ ენახათ, სამი წლის წინ ხის „ბობი“ ააწყვეს და ქუჩებში დაახრიგინებდნენ. შედეგი? შარშან ხუთი საკვალიფიკაციო ეტაპიდან სამში ოლიმპიური ნორმატივი შეასრულეს. ამ ოლიმპიადაზე მათი ფანი ვარ.

 

წილი
წინა სტატიასაჭირბოროტო კითხვა-პასუხი
შემდეგი სტატიაიარაღი, ალკოჰოლი და… ნიახური
მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".