ლონდონის „ჩელსის“ ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნდა განცხადება, რომლის თანახმადაც სტადიონზე ნიახურით შესვლა ქომაგებს, შესაძლოა, პატიმრობად დაუჯდეთ. არადა, საყვარელი გუნდის მატჩებზე ნიახურით სიარული „ჩელსის“ ფანების ტრადიციაა.
2007 წელს ლონდონელებმა ლიგის თასის ფინალში თანაქალაქელი „არსენალი“ დაამარცხეს. კარდიფის „მილენიუმი“ ნიახურით მოიფინა და არბიტრმა შეხვედრაც კი შეაჩერა „მოსავლის ასაღებად“. ქომაგებს დღემდე ახსოვთ კუთხურის ჩამოსაწოდებლად წასული სესკ ფაბრეგასის გაოცებული სახე, კოჭებამდე ნიახურში რომ დააბიჯებდა
უფრო ადრე, 2005 წელს „ფულემთან“ მატჩისას „ჩელსის“ 5 ფანი დააკავეს მოედანზე ნიახურის სროლისთვის.
ტრადიცია ტრადიციად და „ჩელსის“ ხელმძღვანელობამ ახალ სტადიონზე გადაბარგებამდე ფანების აღზრდა გადაწყვიტა. ჰოდა, დეფინიციაც გაიზარდა: „ტრიბუნებზე ნიახურით ან სხვა ბოსტნეულით შესვლა…“