პიონგჩანგის ოლიმპიადაზე დოპინგ-კონტროლი ყველაზე მკაცრი იქნება თამაშების ისტორიაში. ამის შესახებ განცხადება საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტში გაკეთდა. კომიტეტში ასევე ითქვა, რომ შარშან აპრილიდან წლევანდელი იანვრის ჩათვლით სპორტსმენებს 16 ათასი სინჯი აუღეს, რაც 2/3-ით მეტია სოჭის ოლიმპიადისწინა ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
რიჩარდ ბაჯეტი, სოკ-ის მედიცინის დეპარტამენტის დირექტორი: თამაშების დროს ბევრი ტესტი ტარდება. ეს ძალიან კარგი პრაქტიკაა, რადგან ყველა სპორტსმენმა იცის, რომ თუკი ის კარგ შედეგს აჩვენებს, მას აუცილებლად შეამოწმებენ. უშუალოდ შეჯიბრის დროს ათასზე მეტი ტესტის ჩატრება გვაქვს დაგეგმილი და კიდევ 1400 შეჯიბრების შემდგომ პერიოდში. ასევე ითქვა, რომ დოპონგზე უკლებლივ ყველა რუსი სპორტსმენი შემოწმდა, ვინც კი თამაშებზე დაიშვა.