21 წლის ლუმორ აგბენიენუმ პსვ-ს გუნდში გადასვლის პირობა ექვსი თვის წინ მისცა. კლუბმა ბილეთი დაუჯავშნა, იანვარში ეინდჰოვენში ჩასვლის თარიღზე მორიგდნენ და ეს დღე რომ დადგა, პორტუგალიური „პორტიმონენსეს“ განელი მცველის დასახვედრად კლუბმა ხალხი გააგზავნა აეროპორტში. მათ შორის გადამღები ჯგუფიც. მხოლოდ წითელი ხალიჩაღა აკლდა მთელ ამ ამბავს, მაგრამ ამაოდ ელოდნენ. ტყუილად აწვალეს კამერა და მიკროფონი, განელი არ გამოჩნდა. თვითმფრინავიდან არ ჩამოსულა და მოგვიანებით გაირკვა, რომ თურმე არც ასულა. პირი უტეხა პსვ-ს და ლისაბონის „სპორტინგში“ გადასულა. ოთხწლიანი კონტრაქტი გააფორმა და „სპორტინგის“ მაისურით ფიგუსა და რონალდუს შუაში გამოჭიმულმა სურათიც გადაიღო. ფინტიც ასეთი უნდა – მთელი გუნდი მოატყუა.

წილი
წინა სტატიამარადონა ტრამპთან არ გაუშვეს
შემდეგი სტატიაკორეა უპრეცედენტო იქნება
ვაჟა ფშაველა... უკაცრავად, ფშაველი ვაჟა, გვარად ხუციშვილი. ერთგული, ნიჭიერი და ესპანეთში ნაცხოვრები კაცია, რომელმაც „რეალის” და „ბარსელონას” ქვეყანა შიგნიდან იცის და მკითხველისთვის მრავალი საინტერესო ამბის მოყოლა შეუძლია. ხანდახან ამბობს, კუში კოშმარიაო და ვერ გაიგებ, „მაზიანების” წინააღმდეგია თუ ვიღაც კაცის სახელსა და გვარს ასახელებს.