გაცვეთილი ანეკდოტის პერიფრაზისთვის ბოდიშს გიხდით, მაგრამ რონალდუ -„რეალის“ ახალი გარიგების წაკითხვისთანავე ეს ასოციაცია გამიჩნდა. 31 წლის პორტუგალიელმა მადრიდული კლუბის შეფებს ხმა მიაწვდინა – წლიური 30 მილიონი ის თანხაა, სხვა კლუბისკენ გახედვის სურვილს ჩანასახშივე რომ ჩამიკლავსო. ავი ენები ამბობენ, ამბიციურ პორტუგალიელს პსჟ-ში ნეიმარის ხელფასი არ აძლევს მოსვენებასო (ბოლოსდაბოლოს, მსოფლიოში საუკეთესოდ ხომ სწორედ კრიშტიანუ აღიარეს). ნეიმარის ხელფასი მაინც ცოტა მეტი იქნება, მაგრამ ასაკობრივი კოეფიციენტის გათვალისწინებით, სამართლიანია. მოკლედ: რონალდუს ხელფასი ჯერ თვეებზე, მერე დღეებზე, საათებზე, წუთებზე და წამებზე რომ გავყოთ, წამში 0.96 ევრო გამოდის. ანეკდოტიც ამან გამახსენა: მენეჯერი ეუბნება რონალდუს, ბარემ წამში ევრო მოგეთხოვაო და იმან კიდევ: წამში ევრო რა, ღორი კი არ ვარო…

წილი
წინა სტატია… ვისთვისაც დინამო დინამოა
შემდეგი სტატიამარადონა ტრამპთან არ გაუშვეს
მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".