ისე უნდა იცხოვრო ბაბუ, ორჯერ არ მოკვდე სიცოცხლეშიო-გვასწავლიდა ბაბუა შვილიშვილებს.
მე არ ვიცი რა დაუბარა და რას ასწავლიდა დიდი ბაბუა ჟირუ პატარა ოლივიეს მაგრამ,ამ დღეებში მისი უკვე ზრდასრული შვილიშვილი უნიკალურ სიტუაციაში მოხვდა – ერთ ტურში ჟირუ ორჯერ დამარცხდა.
ორ დღეზე განაწილებული ინგლისური პრემიერლიგის 25-ე ტური „სუონსი“-„არსენალის“ მატჩით გაიხსნა.იმ დროისთვის ჟირუ ლონდონურ გუნდში ირიცხებიდა და მეტიც – მეორე ტაიმში იობის ნაცვლად ითამაშა კიდეც…
ლონდონურ გუნდში იყო ჟირუ მომდევნო დღესაც, ოღონდ მეთოფეთა წითელი მუნდირი არისტოკრატთა ლურჯ ფრაკზე გაეცვალა – გიჟური სატრანსფერო ციებ-ცხელების ბოლო დღეს ფრანგი შემტევი სულ რაღაც 15 მილიონად „ჩელსის“ ფეხბურთელი გახდა …
სამშაბათს „არსენალი“ სუონსიში შერცხვა 1-3,ოთხშაბათს კი „ჩელსი“ დაეცა შინაურ სარბიელზე „ბორნმუთთან“ – ალუბლებმა სამი უპასუხო გოლი გაუტანეს მასპინძლებს და ჟირუს უნიკალური “მიღწევაც“ ასე შედგა…