რუსული სპორტის „მესაფლავედ“ მონათლულმა გრიგორი რადჩენკოვნმა დოპინგიანი ხელი პირდაპირ პუტინს დაადო. შეგახსენებთ, რომ რადჩენკოვი მოსკოვის ანტი სადოპინგო ცენტრის დირექტორი იყო და სპეცსამსახურების ხელდასმით რუსი სპორტსმენების ტესტებს აყალბებდა. სოჭის ოლიმპიადის დოპინგ-სკანდალის შემდეგ ცენტრის შეფი აშშ-ში გადაიხვეწა და ფეესბეს (ფედერალური უსაფრთხოების სამსახური) იქ ემალება. პერიოდულად ინტერვიუებს არიგებს და ახალ-ახალ ამბებს ჰყვება, რა და როგორ ხდებოდა.
რადჩენკოვმა ამჯერად გერმანულ ტელეარხ ARD-სთან ილაპარაკა: „რა თქმა უნდა, ყველა ბრძანება ზემოდან, რუსეთის პრეზიდენტისგან მოდიოდა. მხოლოდ პრეზიდენტს შეუძლია მსგავსი დავალებების მისცეს ფეესბეს. ვიტალი მუტკომ ( რუსეთის სპორტის ყოფილი მინისტრი ) ერთხელ მითხრა, პუტინმა კარგად იცის ვინ ხარო და საერთოდ, პრეზიდენტმა ყველაფერი იცოდა დოპინგტესტების გაყალბებაზე. ძალიან მარტივი სქემა მუშაობდა: მე ანგარიშს ვაბარებდი იური ნაგორნიხს (მუტკოს ყოფილი მოადგილე), ნაგორნიხი – მუტკოს, მუტკო – პუტინს. პუტინი ვერ უარყოფს, რომ იცოდა, რასაც ვაკეთებდით“.