„მანჩესტერ იუნაიტედის“ ფორვარდმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა ჯერ კიდევ სამი კვირის წინ მოაწერა ხელი კონტრაქტს „ლოს ანჯელეს გალექსისთან“ – ამ ინფორმაციას დილიდან ავრცელებენ ევროპული სააგენტოები, რომლებიც ავტორიტეტული ფრანგული გამოცემის, „ეკიპის“ პუბლიკაციას ეყრდნობიან. თავის მხრივ, ფრანგები ამბობენ, ამერიკულ საფეხბურთო ლიგაში (MLS)- უტყუარი ინფორმატორი გვყავსო. ნებისმიერ შემთხვევაში, კვამლი უცეცხლოდ არ ჩნდება. ან რა უნდა იყოს გასაკვირი, თუ 36 წლის შვედმა ვარსკვლავმა პენსიაზე გასვლის წინ ორიოდ მილიონი ამერიკული ვალუტის გამომუშავებაც გადაწყვიტა. უცნობი მხოლოდ ისაა, როდის გადაბარგდება „იბრა“ ატლანტიკის გადაღმა: ახლავე, როცა ევროპაში სატრანსფერო ფანჯარა იხურება თუ ზაფხულში?!

MLS -ში სეზონი მარტში იწყება. იბრასჰიმოვიჩს კი „მანჩესტერთან“ კონტრაქტი ზაფხულამდე აკავშირებს.