ნოემბერში, როცა ჯენარო გატუზომ „მილანი“ ჩაიბარა და პირველივე შეხვედრაში უმწეო „ბენევენტოსთან“ ფრედ ითამაშა, ყველა დარწმუნებული იყო, რომ მისი კარიერა ამ პოსტზე ორიოდ მატჩის შემდეგ დასრულდებოდა.

უკვე იანვარი მიიწურა, „მილანმა“ კი ბოლო ხუთი შეხვედრიდან ოთხში იმარჯვა. მათ შორის ბოლო მსხვერპლი კი კერკეტი „ლაციო“ იყო. ყველა თანხმდება, რომ ჯენაროს სამწვრთნელო ხელობაში კიდევ ბევრი აქვს სასწავლი, მაგრამ ასევე ერთხმად აღიარებენ, რომ მის დარად გუნდის მოტივირებას ვერავინ ახერხებს.

კვირას, „ლაციოსთან“ გამარჯვების შემდეგ გატუზომ წარმოდგენა პირდაპირ მოედანზე მოაწყო და გუნდის ყველა ფეხბურთელს მისი ჯიკების უფლება მისცა: „ვიცი, ზოგიერთს სწყინს, რომ საკმარის სათამაშო დროს ვერ ვაძლევ და მინდა, ამ ფორმით დაიცალონ ემოციისგან“.

ამავე მატჩის შემდეგ გატუზო sky სპორტს -ის სტუდიაში ჩართეს, სადაც გადაცემის წამყვანი ჯიჯი ბუფონის თვალხატულა მეუღლე გახლავთ. მატჩზე საუბარი რომ მოილია, ჯენარომ საჯაროდ მიულოცა ჯიჯის 40 წლის იუბილე და მეუღლე გააფრთხილა, სახლში მიხვალ თუ არა, ფრანგულად აკოცეო.

წილი
წინა სტატიარატომ მიდიან ლივერპულიდან?
შემდეგი სტატიარატომ წუწუნებს კობიაშვილი?!
გიორგი ნოზაძე
მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".