ავსტრალიის ღია პირველობის მესამე წრეში გასვლით, საქართველოს პირველმა ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა დღეს გამოქვეყნებულ ATP-ის ახალ რეიტინგში 57-ე საფეხურზე აინაცვლა. კარიერაში საუკეთესო შედეგი კი ჩვენებურს შარშან სექტემბერში ჰქონდა, როცა 51-ე იყო.

რეიტინგში დაწინაურება ბასილაშვილს საშუალებას მისცემს, ATP-ტურის ბევრ ტურნირზე განთესილთა შორის მოხვდეს, მასტერსებზე კი საკვალიფიკაციო ეტაპის გარეშე ითამაშოს.

ავსტრალიაში ნიკოლოზმა ფინანსურადაც იხეირა: იანვარში მისმა მონაგარმა 133 ათასი დოლარი შეადგინა, საკარიერომ კი მილიონნახევარს გადააჭარბა.

რაც შეეხება ლიდერებს: როჯერ ფედერერმა რეიტინგის ლიდერ რაფაელ ნადალთან სხვაობა 150 ქულამდე შეამცირა. მესამე საფეხურზე ავსტრალიის ღია პირველობის ფინალისტმა მარინ ჩილიჩმა აინაცვლა, თუმცა მას და ლიდერებს შორის სხვაობა უფსკრულის ხელა 5 ათასი ქულაა.

წილი
წინა სტატიამამლებს დეზები დააძრეს
შემდეგი სტატიაკარგით დაწყებული, ვაით დამთავრებული
გიორგი ნოზაძე
მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".