36 წლის შვეიცარიელი საჩოგბურთო და სრულიად სპორტული სამყაროს გაოცებას განაგრძობს. ავსტრალიის ღია პირველობის ნახევარფინალში როჯერი 6:1, 5:2 იმარჯვებდა, როცა სამხრეთკორეელმა მეტოქემ ტრავმის მომიზეზებით თეთრი ბაირაღი ააფრიალა. ფედერერი კარიერაში ოცდამეათედ გავიდა “დიდი მუზარადის” ტურნირის ფინალში. აქამდე გამართული 29 ფინალიდან 19 გამარჯვებამდე მიიყვანა. ფინალების ოდენობით ფედერერი აბსოლუტური რეკორდსმენია. მეორე შედეგი რაფა ნადალს აქვს (23 ფინალი). მეოცე სლემტიტულისთვის ბრძოლა კვირას გაიმართება და უბერებელ როჯერს მსოფლიოს მე-6 ჩოგანი მარინ ჩილიჩი დაუპირისპირდება.

წილი
წინა სტატიაძაღლის ბედი
შემდეგი სტატიაზაზას ორმაგი იუბილე
მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".