დღეს დილიდან ვლადიმირ პუტინი ინდივიდუალურ შეხვედრებს მართავს სპორტის ზამთრის სახეობათა ფედერაციების პრეზიდენტებთან. რუსთა პირველკაცი მიწვეულებს დელიკატურად სთავაზობს, ბოიკოტი გამოუცხადონ ზამთრის ოლიმპიადას, ოღონდ ოფიციალურად ინიციატივა სპორტსმენებისგან უნდა მოდიოდესო.

შეგახსენებთ, რომ რუს სპორტსმენებს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი პერსონალურად იწვევს და მათ ეროვნული ატრიბუტიკის გარეშე მოუწევთ გამოსვლა. სოკ-მა რუსთა 500-კაციანი სიიდან 111 უკვე ამორიცხა და როგორც ამბობენ, სოჭი 2014-ის მონაწილე არც ერთი რუსი სპორტსმენი კორეაში არ დაიშვება.

საინტერესო დეტალი: ბოლო თვეების განმავლობაში რუსულ ტელეარხებზე „მილდრონატის“ აქტიური რეკლამა მიდის. დოპინგად მიჩნეულ ამ პრეპარატს ლატვიაში აწარმოებენ და მის თითქმის სრულ მოცულობას რუსეთი მრავალწლიანი კონტრაქტით შეისყიდის. დოპინგსკანდალის შემდეგ გამოთავისუფლებული პრეპარატი მოსახლეობას როგორც გულის ფუნქციონირებისა და სუნთქვის გაუმჯობესების საშუალებად მიეწოდება.

წილი
წინა სტატიააიბაბა, აი ფული, აი რობინიო
შემდეგი სტატიაალექსის სანჩესი ჟოპეა
გიორგი ნოზაძე
მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".