„ბარსელონამ” და „ინტერმა” ხელი ხელს დაჰკრეს — რაფინია ალკანტარა სეზონის დამთავრების შემდეგ მილანში გადაბარგდება. ერთიპირობა მოლაპარაკებები ჩიხში იყო შესული, მაგრამ როდესაც მხარეები შეთანხმდნენ, რომ თუ „ინტერი” ჩემპიონთა ლიგაში მოხვდება ის რაფინიას 35 მილიონ ევროდ იყიდის თუ არა და ეს ჩვეულებრივი იჯარა იქნება, ყველაფერი დალაგდა. რაიმე გაუთვალისწინებელი ცუღლუტობა თუ მოხდა, იტალიელებს ფასი 3 მილიონი ევროთი გაუძვირდებათ.

შეგახსენებთ, რომ რაფინია ალკანტარა 1994 წლის ბრაზილიელი მსოფლიოს ჩემპიონის, მაზინიოს უმცროსი ვაჟია. უფროსი, ტიაგო „ბაიერნში” თამაშობს.