ფოთის „კოლხეთის“ მთავარ მწვრთნელად რუსი კონსტანტინ გალკინი დაინიშნა.  56 წლის კაცია, რუსეთის პირველი და მეორე  დივიზიონის გუნდებს წვრთნიდა.

ბოლოს ნიჟნი ნოვგოროდის „ვოლგა-ოლიმპიეცში“ იყო. გალკინს შარშანწინ საინტერესო ისტორია გადახდა: „ტიუმენში“ მუშაობდა, იქიდან წამოვიდა და კლუბის პრეზიდენტ ალექსანდრ პოპოვზე თქვა – დამწყევლა და სასამართლოში უნდა  ვუჩივლოო. პრეზიდენტმაც, ბოდიშის მოხდას არ ვაპირებ, იჩივლოს სადაც უნდაო.

ახალი სეზონისთვის „კოლხეთის“ შემადგენლობა მნიშვნელოვნად შეიცვლება. გუნდიდან წავიდნენ დავით ბოლქვაძე, გიორგი ბუხაიძე და კიდევ რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი.