ევრო-2018-ზე,  ესპანეთი – დანიის თამაშში იყო ყველაფერი, რის გამოც ქომაგს ხელბურთი უყვარს: ბრძოლა, მაღალი ტემპი, დახვეწილი კომბინაციები და გადასარევი გოლები. ესპანელები მთელი თამაშის მანძილზე ებრძოდნენ სამბურთიან ჩამორჩენას და ასე გავიდნენ ბოლოშიც – 22:25, თუმც ჯგუფში პირველობა დაინარჩუნეს.

დანიამ ესპანეთთან თავისი გაიტანა. ფოტო: cro2018.ehf-euro.com

D ჯგუფშივე, ჩეხეთმა წინა ტურის ემოცია (გამარჯვება დანიის ნაკრებთან) მომდევნოშიც გადმოიყოლა, უნგრეთს 33:27 მოუგო და მეორე ჯგუფურ ეტაპზე გავიდა.

A-ჯგუფის ქომაგებით ღარიბ თამაშში სერბეთმა ისლანდია ბოლო წუთებზე გატეხა და მეორე ჯგუფური ეტაპის საგზურიც ააცალა. ბალკანელები 48-ე წუთზე სამი ბურთით უკან იყვნენ, მაგრამ უეცრად მოდუნებულ მეტოქეს 50-ე წუთამდე დაეწივნენ და თამაში თავად მოიგეს სამბურთიანი სხვაობით – 29:26. იმავე ჯგუფის სატურნიროდ უმოტივაციო, მაგრამ მრავალრიცხოვანი მასპინძელი პუბლიკისთვის მნიშვნელოვან თამაშში ხორვატიას სკანდინავიური ალიყური მოხვდა. ზედ თამაშის ბოლო წამზე გატანილი გოლით შვედებმა მეტოქის დამცირება დაასრულეს – 35:31.

B ჯგუფში საფრანგეთს არ გასჭირვებია ბელარუსთან (32:25), თუმც ნორვეგიამ ავსტრია შემუსრა – 39:28 და სლავები მომდევნო ეტაპზე მაინც გავიდნენ. მთავარ სათქმელს კი C ჯგუფში მივადექით: გერმანიამ ისევ ვერ მოიგო. მაკედონიასთან ნათამაშევი 25:25 მიუთითებს, რომ გერმანელთა სანაკრებო კრიზისი მთლად მოკლევადიანი არ უნდა იყოს. ყველაფერი მეორე ეტაპზე გამოჩნდება. საბრალო მონტენეგრომ კი მაკედონიის ნაკრებთან ყოჩაღი ბრძოლის შემდეგ სლოვენიასთან ბევრად უფრო დამაჯერებლად, 19:28 წააგო და ზაგრებიდან გუდა-ნაბადი აიკრა.

მაკედონია გერმანიას მედგრად დაუხვდა. ფოტო: http://cro2018.ehf-euro.com

ახლა კი ჯერ პირველი, ანუ წინასწარი ეტაპის დასკვნითი ცხრილები იხილეთ:

პირველი ეტაპი. სატურნირო მდგომარეობა დასკვნითი ტურის შემდეგ:

ხელბურთი, ევრო 2018. ჯგუფი A

ნაკრებიმოგებაფრეწაგებაგატ./გაშ.ქულა
შვედეთი20189:824
ხორვატია20192:794
სერბეთი10276:882
ისლანდია10274:822

ხელბურთი, ევრო 2018. ჯგუფი B

ნაკრებიმოგებაფრეწაგებაგატ./გაშ.ქულა
საფრანგეთი30097:826
ნორვეგია201103:884
ბელარუსი10280:912
ავსტრია00380:990

ხელბურთი, ევრო 2018. ჯგუფი C

ნაკრებიმოგებაფრეწაგებაგატ./გაშ.ქულა
მაკედონია21079:775
გერმანია12082:694
სლოვენია11177:693
მონტენეგრო00366:890

ხელბურთი, ევრო 2018. ჯგუფი D

ნაკრებიმოგებაფრეწაგებაგატ./გაშ.ქულა
ესპანეთი20181:654
დანია20184:754
ჩეხეთი20176:864
უნგრეთი00377:920

შემდეგ კი მთავარ ჯგუფურ ტურნირს შევეხოთ. წინაწარი რაუნდის 3-3 საუკეთესო (სულ 12 ნაკრები), როგორც ადრე აღვნიშნეთ, ორ 6-გუნდიან ჯგუფში განაწილდა. ამასთან, წინასწარი ეტაპის მეტოქენი ერთ ჯგუფში მოხვდნენ და ურთიერთშეხვედრათა შედეგებიც ჩაეთვალათ. შესაბამისად, მეორე, ძირითადი ეტაპის სატურნირო ცხრილები არა სუფთა ფურცლიდან შეივსება, არამედ წინასწარ ეტაპზე ნაკრებთა მიერ ურთიერთშეხვედრებში ნაჩვენები შედეგების გათალისწინებით. ცხრილში შვედეთი საფრანგეთს უსწრებს, მაკედონია – ესპანეთს, ანუ ახალ კონფიგურაციას ოდნავ კურიოზული ელფერი დაჰკრავს, მაგრამ მომდევნო მატჩები ამას ალბათ გამოასწორებს, გერმანელებს კი სიზუსტე არასოდეს ღალატობთ: უშუალო მეტოქეებთან 50 ბურთი გაუტანიათ და 50 გაუშვიათ. ეს რიცხვები ევრო-2018-ზე მათ შანსებსაც, ვფიქრობთ, ზუსტად ასახავს.

წილი
წინა სტატიახომ არ იჩქარე, ზაზა?
შემდეგი სტატიამესი პელეა
დავით გულუა
თუკი მეგრელი პატიოსანი გამოვიდა, ძრწოდეთ კახელებო. ნიჭზე კი ლაპარაკი ზედმეტია. უნიჭო მეგრელი ისტორიაში სულ სამი-ოთხი იყო. ჯანდაბას, ხუთი... დავით გულუა, წესიერ და ნიჭიერ მეგრელთა კატეგორიას განეკუთვნება რომელსაც კიდევ ერთი დიდი პლიუსი აქვს - თხემით ტერფამდე სარბიელელია