წელი ისე არ გაივლის, პელეს რომ არ ჰკითხონ, რონალდუ სჯობს თუ მესი. პელესაც არ ეზარება და ბრაზილიაში „სპორ TV“-სთან ინტერვიუში ისევ გაარჩია ეს საკითხი.

„მესი უფრო სტაბილური იყო ბოლო  წლების განმავლობაში,  კრიშტიანუ კი, რა თქმა უნდა, დიდი მეგოლეა. რონალდუ გამტანია, ხოლო მესი თამაშს  აკეთებს, საგოლე პასებს არიგებს და თვითონაც ბევრი გააქვს. სადავო არაა, რომ ლეო კრიშტიანოზე უფრო სრულყოფილი ფეხბურთელია“- თქვა  პელემ.

წილი
წინა სტატია50:50 – გერმანიის გოლები და შანსები
შემდეგი სტატიადოპინგშუბი რუსულ ხალთაში
ვაჟა ხუციშვილი
ვაჟა ფშაველა... უკაცრავად, ფშაველი ვაჟა, გვარად ხუციშვილი. ერთგული, ნიჭიერი და ესპანეთში ნაცხოვრები კაცია, რომელმაც „რეალის” და „ბარსელონას” ქვეყანა შიგნიდან იცის და მკითხველისთვის მრავალი საინტერესო ამბის მოყოლა შეუძლია. ხანდახან ამბობს, კუში კოშმარიაო და ვერ გაიგებ, „მაზიანების” წინააღმდეგია თუ ვიღაც კაცის სახელსა და გვარს ასახელებს.