კრიშტიანო რონალდუ თავის ძველ კლუბში, „მანჩესტერ იუნაიტედში“ დაბრუნებას აპირებს – ცნობა ავტორიტეტულმა ესპანურმა სპორტულმა გამოცემა AS-მა გაავრცელა. გაზეთის ინფორმაციით, მადრიდის „რეალის” პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა რონალდუსთვის ჩემპიონთა ლიგის მოგების შემდეგ მიცემული დაპირება არ შეასრულა და ფეხბურთელს კონტრაქტში უკეთესი პირობები არ ჩაუწერა. ესპანელი ჟურნალისტები წერენ, რომ მანჩესტერში რონალდუს სურვილის შესახებ უკვე ინფორმირებულები არიან.

ხმები რონალდუს წასვლის შესახებ, „რეალში” კრიზისული პერიოდის დადგომას დაემთხვა. „რეალი” ამ დროისთვის პრიმერადივიზიონში მხოლოდ მეოთხე ადგილზეა. ლიდერ „ბარსელონას” მადრიდელები უკვე 19 ქულით ჩამორჩებიან.

თავად რონალდუც მიმდინარე სეზონში საუკეთესოდ არ გამოიყურება. ჩემპიონატის 14 შეხვედრაში პორტუგალიელმა მხოლოდ 4 ბურთი გაიტანა. ადრე გავრცელებული ინფორმაციით, „რეალს” ნეიმარის შეძენა სურს და ერთ-ერთ ვარიანტად „პარი სენ ჟერმენისთვის” ნეიმარის სანაცვლოდ რონალდუს შეთავაზება განიხილება.

 

წილი
წინა სტატიამესია ბარსა თუ ბარსა მესი?
შემდეგი სტატიაზამთარი ოლეს გარეშე
„სპაიდერმენი“, „ბეტმენი“, „სუპერმენი“... მასზე უნდა გადაიღო ფილმი სათაურით - „შემსრულებელმენი“. გიორგი დარჯანიას დაავალე - შეასრულებს, ოღონდ ხუთ საათამდე. ხუთის მერე ვეღარ იპოვი.