„ბარსას“ სამზარეულოდან ლეო მესის ახალი კონტრაქტის დეტალებმა გამოჟონა. რეალურად ეს სამი კონტრაქტია. პირველი თავად ფეხბურთელთან, რომელაც მამამისმა მოაწერა ხელი. მეორე Leo Messi Management – თან, რომელიც ლეოს სახელით და „ფეისით“ ვაჭრობს და მესამე, მესის საქველმოქმედო ფონდთან.
ციფრები გიჟურია! თუ ლეო კონტრაქტით გათვალისწინებულ ოთხ წელიწადს გაატარებს კლუბში, მისი ჯამური (ოთხი წლის) ანაზღაურება 424 მილიონ ევროზე მეტი იქნება!
თუ კლუბი ჰეთ-თრიქს შეასრულებს (ლიგა, ჩემპიონატი, სამეფო თასი), მესი კი ფიფა-ს წლის რჩეული გახდება, პრემიის სახით კიდევ 122,5 მილიონ ევროს მიიღებს. შეიცვალა მესის გამოსასყიდი თანხაც: ამიერიდან მის მსურველ კლუბს 300-ის ნაცვლად 700 მილიონი ევროს გაღება მოუწევს.
იმავე წყაროს ინფორმაციით, ახალი კონტრაქტის გაფორმების შემდეგ „ბარსას“ მთელი სახელფასო ფონდის 40% მხოლოდ ლეოს ჯიბეში მიდის.
ბუნებრივად ჩნდება კითხვა: სად გადის ზღვარი?