„რომას“ ბელგიელმა ნახევარმცველმა რაჯა ნაინგოლანმა კარიერა, შესაძლოა. აზიაში, კერძოდ, ჩინეთში გააგრძელოს – ბელგიის ნაკრების ფეხბურთელს „გუანგჟუ ევერგრანდი“ საკმაოდ სარფიან წინადადებას სთავაზობს, „რომას“ კი მის ტრანსფერში 50 მილიონ ევროს უხდის.
„გუანგჟუ ევერგრანდს“ მოგეხსენებათ, იტალიელი ფაბიო კანავარო წვრთნის და გავრცელებული ცნობით, მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონს და იმავე წლის საუკეთესო ფეხბურთელს რაჯას თაობაზე უკვე ჰქონია საუბარი რომაელთა თავკაც ეუსებიო დი ფრანჩესკოსთან, მაგრამ რა პასუხი გასცა დი ფრანჩესკომ თანამემამულეს, ჯერჯერობით, უცნობია.
კანავაროს რაჯა ნაინგოლანი ზაფხულში, „ბარსელონაში“ გადასული ბრაზილიელის, პაულინიოს შემცვლელად სჭირდება, „რომას“ კი ბელგიელი გეცოდინებათ, დასჯილი ჰყავს – რაჯამ საახალწლოდ სოციალურ ქსელში ვიდეო ატვირთა, სადაც გვარიანად შეზარხოშებული პაპიროსსაც გემრიელად აბოლებდა, რაც ბუნებრივია, დედაქალაქური კლუბის ხელმძღვანელობას არ ესიამოვნა.
რაჯა ნაინგოლანს მიმდინარე სეზონში „რომას“ მაისურა ყველა ტურნირზე ერთად 21 მატჩში აქვს მორგებული, ორი გოლი აქვს გატანილი და ოთხიც საგოლე პასი.

წილი
წინა სტატიაუელსს გიგზი დაქოქავს
შემდეგი სტატიაგარბენი
გიორგი ვაშაკიძე
გიორგი ვაშაკიძე იტალიაში რომ დაბადებულიყო,უთუოდ კოვერჩანოს სიახლოვეს იცხოვრებდა. იტალიური ფეხბურთის და ქართული ფიალის სწორუპოვარი მოტრფიალე. ყოველთვის მოუთმენლად ელის ხელფასს, "მილანის" დაბრუნებას და ქართული ფეხბურთის აყვავებას.