საქართველოს პირველმა და მსოფლიოს 61-ე ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა, ვინაც მესამედ მოხვდა ავსტრალიის ღია პირველობის ძირითად ბადეში, პირველად მოახერხა საწყისი ეტაპის დაძლევა.
ჩვენებურის პირველი მეტოქე 27 წლის ჰერალდ მელცერი გახლდათ – მსოფლიოს ექსმერვე ჩოგნის, იურგენ მელცერის უმცროსი ძმა. მათი ბოლო შეხვედრა მელცერის გამარჯვებით დასრულდა, თუმცა ამჯერად ქართველ მეჩოგნეს სერიოზული პრობლემა არ შექმნია და 3:1 (6:3, 6:4, 2:6, 6:3) იმარჯვა.
ბასილაშვილის მომდევნო მეტოქე 30 წლის ბელგიელი რუბენ ბუმელმანსი, ანაც 23 წლის ფრანგი ლუკას პუიე იქნება. წყვილის უპირობო ფავორიტი ფრანგი მეჩოგნეა, რომელიც 52-კვირიან რეიტინგში მე-18 ადგილზეა.