რომან აბრამოვიჩს „ჩელსისთვის“ ახალი სტადიონის აშენება განუზრახავს ჩრდილოეთ ლონდონის უბანში, მაგრამ ერთი ოჯახი უარზეა – სტადიონი მზეს დაგვიბნელებსო. ნიკოლას და ლუსინდა გროსტვაიტები 50 წელია „სტემფორდ ბრიჯთან“ ცხოვორბენ, სარჩელიც შეუტანიათ სასამართლოში და მშენებლობაც ამის გამო ფერხდება – განაჩენს ელოდებიან. 60- ათასიანი სტადიონი მილიარდ 300 მილიონი გირვანქა დაჯდება.
„ჩელსის“ შეფები ამბობენ, რომ პროექტი გატანილი იყო სახალხო განხილვაზე და მოსახლეობის 97 პროცენტი თანახმაა მშენებლობაზე, ხოლო ურჩ ოჯახს ექვსციფრიანი თანხა შესთავაზეს მზის ნაწილობრივ დაბნელების სანაცვლოდ. თუმცა ურჩები მაინც უარზე არიან და პროექტის შეცვლას ითხოვენ. კლუბმა ოფიციალურად მიმართა ქალაქის სათანადო სამსახურს და ამ საქმის მოგვარებაში დახმარებას ელის.

წილი
წინა სტატიაბათუმი გია გეგუჩაძემ ჩაიბარა
შემდეგი სტატიაბუცი გვერდზე დაგიხურავს…
ვაჟა ფშაველა... უკაცრავად, ფშაველი ვაჟა, გვარად ხუციშვილი. ერთგული, ნიჭიერი და ესპანეთში ნაცხოვრები კაცია, რომელმაც „რეალის” და „ბარსელონას” ქვეყანა შიგნიდან იცის და მკითხველისთვის მრავალი საინტერესო ამბის მოყოლა შეუძლია. ხანდახან ამბობს, კუში კოშმარიაო და ვერ გაიგებ, „მაზიანების” წინააღმდეგია თუ ვიღაც კაცის სახელსა და გვარს ასახელებს.