ცუდი კაცი

იაპონელი კანოისტი იასუხირო სუზუკი ნიჩბოსნობიდან 8 წლით მოკვეთეს. მიზეზი – თანაგუნდელ სეიჯი კომატცუსთვის სასმელში აკრძალული რამ – ნივთიერება ჩაუყრია.

ეს მოხდა შარშან სექტემბერში ერთ-ერთი შეჯიბრის დროს. ამ გზით უნდოდა საოლიმპიადოდ კონკურენტი მოეშორებინა და კომატცუს დოპინგ ტესტმაც დადებითი შედეგი აჩვენა.

დოპინგიან ნიჩბოსანს, რასაკვირველია, დისკვალიფიკაცია გამოუწერეს, თუმცა სუზუკი სინდისმა შეაწუხა და აღიარა, რომ მისი ნამაიმუნარი საქმე იყო და მოიბოდიშა კიდეც.

სეიჯი კომატცუს დისკვალიფიკაცია მოუხსნეს, სუზუკის კი რვაწლიანი მიუსაჯეს და იმის გათვალისწინებით, რომ 32 წლისაა, „დიდ ავიაციაში“ ვეღარ დაბრუნდება.

წილი
წინა სტატიაარის თუ არა ეს, ქალი სტადიონზე ?
შემდეგი სტატიაშავი მანქანით წაყვანილი ბატიგოლი მოედნიდან გავიდა
ვაჟა ხუციშვილი
ვაჟა ფშაველა... უკაცრავად, ფშაველი ვაჟა, გვარად ხუციშვილი. ერთგული, ნიჭიერი და ესპანეთში ნაცხოვრები კაცია, რომელმაც „რეალის” და „ბარსელონას” ქვეყანა შიგნიდან იცის და მკითხველისთვის მრავალი საინტერესო ამბის მოყოლა შეუძლია. ხანდახან ამბობს, კუში კოშმარიაო და ვერ გაიგებ, „მაზიანების” წინააღმდეგია თუ ვიღაც კაცის სახელსა და გვარს ასახელებს.