საცოდავ 70 ათას გირვანქას თუ მოგიგდებენ კვირაში და ძლივს შესწვდები „გუჩის“ 675 გირვანქიან ფლოსტებს, განა რა დაშავდება?
არც არაფერი – თქვა მარკოს როხომ და თავისი ღარიბული ფლოსტები თვითმფრინავში გადაღებული სურათით გაგვაცნო.
კენგურუს ტყავით გაწყობილი „გუჩი“ „მანჩესტერის“ არგენტინელ მცველთან ერთად დუბაიში გაფრინდა ერთკვირიან შეკრებაზე.
ფლოსტები დაბინავდებიან ხუთვარსკვლავიან სასტუმროში, რომელშიც ერთი დღე-ღამის გატარება 455 გირვანქა ღირს.