… აი, როგორ იყო სინამდვილეში „ბარსელონაში“ ჩემი გადასვლის ამბავი: 2017 წლის დეკემბრის ბოლოს ნეიმარმა დამირეკა, 15 მილიონი ევრო მასესხეო.
ვუპასუხე არ მაქვს მეთქი, იანვარში „ბარსელონაში“ მინდა გადასვლა და 15 მე უნდა დავუმატო „ბარსას“, ფული არ ჰყოფნით და თუ დამეხმარები გადასვლაში, პირველივე ხელფასზე მოგცემო, ვუთხარი. მანამდე რონალდუს ან მესის ესესხე, მეთქი.
მათი ვალი უკვე მაქვს და ვეღარ ვთხოვო, მიპასუხა, მაგრამ „ბარსას“ მე მოგიგვარებო. 40 მილიონს იღებ წელიწადში და რაღა ვალები გაქვს მეთქი, გამიკვირდა. პესეჟეში ჩემი ტრანსფერის ფული 222 მილიონი ვისესხე მესისგან და რონალდუსგან და „ბარსას“ მე მივეცი, მსოფლიოს უძვირესი ფეხბურთელი რომ გავმხდარიყავი, განა მართლა ყატარელებმა გადაიხადესო. ახლავე რონალდუს დავურეკავ და „ბარსელონაში“ შენს ტრანსფერში დაგვეხმარებაო.
როგორც მერე გავიგე, ნეიმარს იმ დღესვე რონალდუსთვის უთქვამს, დარეკე პარიზში უნაი ემერისთან და უთხარი, თუ გინდა მომავალი ზაფხულიდან კოუტინიო-რონალდუ-ნეიმარი შენს გუნდში იყოს, 130 მილიონი ევრო გვასესხეო. ეს რომ გავიგე, ნეიმარს დავურეკე და ვუყვირე, გიჟი ხომ არ ხარ, მე „ბარსელონაში“ გადავდივარ, რა პესეჟე მეთქი. ნეიმარმა დამამშვიდა, დაწყნარდი, ბოლოს ყველანი პესეჟეში მოვხვდებითო.
უნაი ემერის წინასწარ აუღია თვენახევრის ხელფასი 130 მილიონი ევრო და რონალდუსთვის გაუგზავნია. 100 მილიონი რონალდუმ დაიტოვა რომელიც ნეიმარს მართებდა, 15 ნეიმარმა წაიღო, რომ სჭირდებოდა, 15 მე მომცეს და „ბარსელონას“ დავუმატე ჩემ ტრანსფერზე რომ აკლდებოდა. ასე აღმოვჩნდი 2018 წლის 6 იანვარს „ბარსელონაში“ … იმავე წლის ზაფხულში მე და რონალდუ პესეჟეში გადავედით … ნეიმარი კი „რეალში“. უნაი ემერის ვალი 130 მილიონი, როგორც მახსოვს, ნეიმარის მამამ გადაიხადა.