ყაზახეთის ნაკრების მწვრთნელი ალექსანდრ ბოროდიუკი მოხსნეს. 55 წლის რუსმა შარშან ამ დროს ჩაიბარა ნაკრები და მისი თავკაცობით 7 მატჩიდან 6 წააგეს. მსოფლიოს 2018 წლის შესარჩევში ბოლო ადგილი დაიკავეს და ესაა ყაზახეთის ნაკრების უცუდესი შედეგი ბოლო 12 წლის განმავლობაში.
ალექსანდრ ბოროდიუკი დღეს ფეხბურთის ფედერაციაში მწვრთნელთა საბჭოზე დაიბარეს და გადაწყვეტილება იქ აცნობეს. იგი შარშან ფედერაცის გენმდივნის კანიშ აბუბაკიროვის რჩევით დანიშნეს ნაკრების მწვრთნელად, თვითონ აბუბაკიროვი კი ერთი თვის წინ გადადგა. როგორც ჩანს, ბოროდიუკიც თავის მფარველს გააყოლეს.
ყაზახეთის ნაკრები უეფას ერთა თასზე საქართველოსთან ერთად მეოთხე ლიგაშია. შეგახსენებთ, რომ ერთა თასის 2018-2019 წლების გათამაშების ჯგუფური ეტაპის წილისყრა 24 იანვარს ლოზანაში გაიმართება.