ჩრდილოეთ კორეა თავის სპორტსმენებს სამხრეთ კორეაში გასამართ ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე სავარაუდოდ გაუშვებს. ამგვარი განცხადება საერთშორისო ოლიმპიურ კომიტეტში ჩრდილოეთ კორეის წარმომადგენელმა ჩან უნმა გააკეთა. სააგენტო „როიტერის“ ინფორმაციით, ჩრდილოეთ კორეას ოლიმპიადაზე ფიგურისტების გაგზავნა სურს. ჩრდილოეთ კორეის დელეგაცია სავარაუდოდ მხოლოდ ორი სპორსტნებისგან იქნება შემდგარი. ესენი ფიგურისტები, 18 წლის იომ ტხე და 25 წლის კიმ იუ სიკი არიან. ოლიმპიადაზე გამოსასვლელად მათ განაცხადი ოქტომბრის ბოლომდე უნდა წარედგინათ, თუმცა ეს არ გაუკეთებიათ, რაც წესების თანახმად, უარის თქმის ტოლფასია. ცხადია, სპორტსმენების ნაცვლად განაცხადის არწარდგენის გადაწყვეტილება ხელისუფლებაში მიიღეს. ახლა კი საახალწლო მილოცვაში ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა განაცხადა, რომ მისი ქვეყნის სპორტსენებმა შესაძლოა ოლიმპიადაში მონაწილეობა მაინც მიიღონ. საერთაშორისო წესებით ახლა საამისოდ ერთადერთი გზა ჩრდილოეთ კორეელი სპორტსმენების სპეციალური მიწვევა – ეგრეთ წოდებული ველური ბარათის მიცემაა. საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტთან დაახლოებული წყაროები ამბობენ, რომ ჩრდილეთ კორეელი სპორტსმენებისთვის „ვაილდ ქარდების“ მისაცემად მზად არიან.