ჯო ანდერსონი

ლივერპულის მერი და „ევერტონის“ ფანი ჯო ანდერსონი ტვიტერზე სიტყვით გამოვიდა –  პრემიერლიგის შეფებს სთხოვს, „ევერტონიდან“ „ჩელსიში“ როს ბარკლის გადასვლა გამოიძიონ.

„ევერტონის“ აღზრდილი 24 წლის ნახევარმცველი „ჩელსიმ“ გუშინ 15 მილიონ გირვანქად იყიდა, არადა აგვისტოში 30-ს იხდიდა და  ფეხბურთელის აგენტმა გარიგება ჩაშალა.

საგულისხმოა ისიც, რომ ბარკლი ტრავმირებული იყო და ამ სეზონში წუთიც არ უთამაშია.

„ევერტონის“ ფანებისთვის ეს ტრანსფერი სილის გაწნაა – დაწერა ანდერსონმა – მე აუცილებლად მივწერ პრემიერლიგას და ასოციაციას, რომ ამ საქმეს მიხედონ. აგენტმა ჩაშალა 30 მილიონიანი გარიგება სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს, მერე კი უთამაშებელი ფეხბურთელი 15 მილონად გაყიდეს. ლუკაკუს და სტოუნზის გაყიდვით – რომლებიც „ევერტონის“ აღზრდილნი არ იყვენენ  – კლუბმა უფრო მეტი მოგება ნახა, როს ბარკლი კი ჩვენია და საუკეთესო შემთხვევაში „ევერტონი“ 20 მილიონზე მეტს ვერ მიიღებს“.