საქართველოს ნაკრების ლიდერი თორნიკე შენგელია დიდებულ სეზონს ატარებს და თუ მისი „ბასკონია“ ევროლიგის 16-გუნდიან რეგულარულ გათამაშებაში მე-9 ადგილზეა, დიდწილად მისი დამსახურებაა.

წუხელ „ბასკონია“ თურქულ „ფენერბაჰჩეს“ მისსავე „ულქერ არენაზე“ დაუპირისპირდა. თოკო, ბუნებრივია, სასტარტოში ხუთეულში იყო და საკუთარ გუნდში ყველაზე მეტი – 15 ქულაც მოინაგრა, მაგრამ ამან არ იკმარა. თურქებმა ბოლო წუთებზე იძალეს და 79:74 იმარჯვეს.
ბასკების გუნდს 16 ტურის შემდეგ 7 გამარჯვების წილ, 9 მარცხი დაუგროვდა.

 

წილი
წინა სტატიაგიჟმა გიჟზე თქვა გიჟიაო
შემდეგი სტატიააი, სად არაა ძაღლის თავები დამარხული !
მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".