„პარი სენ ჟერმენის” მწვრთნელმა უნაი ემერეიმ მათ გასაგონად ილაპარაკა, ვინც პარიზულ კლუბს ფულის ფანტვისა და ფეარ-პლეის წესების დარღვევის გამო აძაგებს.
„როცა ესპანეთში ვმუშაობდი, „რეალი“ ყიდულობდა ვარსკვლავებს – ფიგუს, ზიდანს, რონალდოს… იქ არავის არასოდეს უკითხავს თუ საიდან ჰქონდათ ბევრი ფული ან რატომ ხარჯავდნენ ამდენს და ეს ძალიან კარგი იყო პრიმერა დივიზიონისთვის. ახლა, როცა ვარ პარიზში, მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ქალაქში და კლუბს აქვს საშუალება, ჰყავდეს მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელები, საფრანგეთი და აქაური კლუბებიც, მგონი კმაყოფილნი უნდა იყვნენ. ისიც ნორმალურია, რომ ზოგი ჩვენს სატრანსფერო პოლიტიკას აპროტესტებს, მაგრამ რას იზამ, თუკი კონკურენცია გაიზარდა. პსჟ ცდილობს, რომ მოაგვაროს ყველა საკითხი ფეარ-პლეისთან დაკავშირებით და არ დაარღვიოს უეფას დადგენილი წესები“ – თქვა ემერიმ პრესკონფერენციაზე.