თვალი მომეცი და მაყურებინეო – ისეთი ძეგლი დაუდგეს განელ მაიკლ ესიენს მშობლიურ ქალაქ კუმასიში.
გენიოსი სკლუპტორის ვინაობა უცნობია.
ცნობილია მხოლოდ ის, რომ ავტორმა რამდენიმე წელი და არაერთი უძილო ღამე შეალია ამ შედევრის შექმნას და ბოლოს და ბოლოს მისმა ნაშრომმა მზის სინათლეც იხილა.
„ჩელსის“ მაისურიანი ფეხბურთელის სხეულის პროპორციები შესაძლოა, ოდნავ დარღვეული გეჩვენოთ, მაგრამ ეს ხელს ვერ შეუშლის ავტორის ნიჭის საყოველთაო აღიარებას.
მაიკლ ესიენი თამაშობდა „ბასტიაში“, „ლიონში“, „ჩელსიში“, „რეალში“, „მილანში“ და „პანათინაიკოსში“. 35 წლის ნახევარმცველი ამჟამად ინდონეზიის „პერსიბ ბანდუნგშია“.