17 წლისაა და „ფლამენგოს“ ასაკობრივ გუნდებში არა მხოლოდ კარგი თამაშით, არამედ უცნაური სახელითაც მიიქცია ყურადღება. „მართალი გითხრათ, წარმოდგენა არ მაქვს ვინ არის მარქსი ან ლენინი – თქვა მარქს ლენინ დოს სანტოს გონსალვესმა – მამაჩემს ჰქვია ანტონიო მარკეს გონსალვესი. დედაჩემს სურდა, ჩემთვისაც მარკესი დაერქვა, მაგრამ ზუსტად იგივე რომ არ გამოსულიყო, ცოტა გადააკეთა და გამოიყვანა მარქსი“.
„რაც შეეხება ლენინს, არც ის ვიცი ვინაა და რატომ დამარქვეს. ერთადერთი ვარ ოჯახში, ვისაც ასეთი იშვიათი სახელი ჰქვია. ხშირად დამცინიან, კომუნისტს მეძახიან – აზრზე არ ვარ, რას ნიშნავს – და სოციალურ ქსელებშიც ირჩევა ზოგჯერ ჩემი სახელის უცნაურობა, მაგრამ არ მწყინს და ხუმრობაში მეც ავყვები ხოლმე ნაცნობ-მეგობრებს“.
მარქს ლენინ დოს სანტოს გონსალვეში 9 წლის იყო, ზიკომ რომ მიიყვანა „ფლამენგოში“ და ისეთი ყოჩაღი გამოდგა, რომ 2014-ში ბრაზილიის 15-წლამდელთა ნაკრებში აიყვანეს. ნიჭიერი ნახევრამცველი „ფლამენგოს“ ძირითად გუნდში მოხვედრაზე ოცნებობს და სურს, რომ ყოფილი თანაგუნდელის ვინისიუს ჟუნიორის გზა გაიაროს. 17 წლის მეგოლე ვინისიუსი შარშან „რეალში“ გადავიდა. მის სანაცვლოდ 45 მილიონი ევრო გადაიხადეს.

წილი
წინა სტატიაელის არმია
შემდეგი სტატიანეტავ ვინ ააგო, რა ნიჭმა ააგო, ეს რა დოზანაა !
ვაჟა ფშაველა... უკაცრავად, ფშაველი ვაჟა, გვარად ხუციშვილი. ერთგული, ნიჭიერი და ესპანეთში ნაცხოვრები კაცია, რომელმაც „რეალის” და „ბარსელონას” ქვეყანა შიგნიდან იცის და მკითხველისთვის მრავალი საინტერესო ამბის მოყოლა შეუძლია. ხანდახან ამბობს, კუში კოშმარიაო და ვერ გაიგებ, „მაზიანების” წინააღმდეგია თუ ვიღაც კაცის სახელსა და გვარს ასახელებს.