გავრცელდა ხმა, რომ “პარი სენ ჟერმენისგან” ნეიმარის შესაძენად “რეალი” ტონი კროოსის გაყიდვას აპირებს. ინგლისური პრესა, მეტადრე კი “ექსპრესი” წერს, რომ გერმანელი ნახევარმცველი “მანჩესტერ იუნაიტედში” გადავა. თურმე, “წითელი ეშმაკები” მას კარგა ხანია ეპატიჟებიან.
კომბინაციის მთავარი იდეა ის არის, რომ კროოსის ხელფასი გამოთავისუფლდება და “რეალს” ნეიმარის შესაძენი ფული გამოუჩნდება. ნეიმარი კი მადრიდელთა აზრით მომავალში კრიშტიანუ რონალდუს შეცვლის.
კიდევ ერთი ფეხბურთელი, ვისი დიდი ხელფასიც “თეთრებს” აწუხებთ, გარეთ ბეილია.