“სანი” წერს, რომ ხამეს როდრიგესმა ცოლი გაუშვა და ამერიკელ პორნოვარსკვლავს კენდრა ლასტს დაუმეგობრდა, ოღონდ… მათი ურთიერთობა “ტვიტერით” შემოიფარგლება და სოციალური ქსელების ფარგლებს, ალბათ ვერც გაცდება.

“ბაიერნის” 26 წლის კოლუმბიელი თავდამსხმელის ცოლი გახლდათ ნაკრებში მისი თანაგუნდელის, “არსენალის” მეკარის დავიდ ოსპინას და, დანიელა. მათმა ქორწინებამ ექვს წელიწადს გასტანა. წყვილს გოგონა ჰყავს.

ხამესი და ყოფილი მეუღლე დანიელა

საერთოდ, ხამესს “ტვიტერზე” ბევრი მომხმარებლის გამოწერა არ სჩვევია — სულ 292 ადამიანის “ტვიტებს” ეცნობა. ჰოდა, ვინ იცის, მხურვალე კენდრა ლასტი, რომლის ნამდვილი სახელია მიშელ ენ მეისონი, მას ოჯახური პრობლემების დასავიწყებლად სჭირდებოდა, მაგრამ ვაგლახ… ქალბატონი 39 წლისაა, ყჰავს პოლიციელი მეუღლე და შვილი.

დიდმკერდიანი კენდრა პროფესიით მომვლელია, ამ სფეროში ხარისხიც აქვს — რასაც ეტყობა ყველგან ხაზს უსვამს, ემანდ ბოზი არ გეგონოთო — და შვიდი წელიწადი პროფესიით მუშაობდა. შემდეგ ინტერნეტ მოდელობას მიჰყო ხელი, 2012 წელს კი პორნო ინდუსტრიაში გადავიდა. დღეს რეჟისორიც გახლავთ.

მას ასოცზე მეტ ფილმში აქვს მონაწილეობა მიღებული და შესაბამისი პროფილის ფესტივალებში (ნეტავ ჟიურიში რა ხალხი ზის) ჯილდოები მოუპოვებია.

ხამესი კი ეტყობა ქალის ძიებაშია, ოღონდ მოკრძალებული მანდილოსნები არ იზიდავს. ასე მაგალითად, ოქტომბერში ყოფილმა თანაგუნდელმა კრიშტიანუ რონალდუმ მას ინსტაგრამ ვარსკვლავი ჰელგა ლავკეიტი (პეტერბურგელი მზეთუნახავი ოლგა კორობიცინა) გააცნო. პრესაში ბევრი იწერებოდა ფეხბურთელის და მოდელის რომანის, ხოლო შემდეგ დაშორების შესახებ, თუმცა ოლინკა-ჰელგინკამ ცივი უარი თქვა — ქმარი მყავს, ფეხბურთი არ მიყვარს და კაცს გვარად როდრიგესი რომ იყოს სულ არ ვიცნობო. სხვა სიტყვებით, ამანაც ბოზი არ გეგონოთო.

კოლუმბიელი ფორვარდის ყოფილმა მეუღლემ დანიელამ კი, თავის მხრივ, ოჯახის დანგრევის ამბავი მოყვა:

“ყველაფერი იმის ბრალია, რომ მე საცხოვრებლად გერმანიაში გადასვლა არ მინდოდა. ბიზნესი მაქვს და მსურდა საქმიანობა კოლუმბიასა და ესპანეთში გამეგრძელებინა, ხამეს როდრიგესს კი კარიერისთვის “ბაიერნში” წასვლა მოუწია. ეს ძალიან ძნელი და სამწუხარო ამბავი იყო, თუმცა მადლობა ღმერთს ჩვენ სიმშვიდე დავიცავით და მოვიქეცით ისე, როგორც ჩამოყალიბებული ადამიანები იქცევიან. ჩვენი მიზანი ჩვენი გოგონას დაცვაა. როდესაც შვილის გაჩენა გადავწყვიტეთ, ვიცოდით, რომ პასუხისმგებლობას მთელი ცხოვრებით ვიღებდით. მიუხედავად იმისა, რაც ჩვენს შორის მოხდა, ჩვენ ერთმანეთს დიდ პატივს ვცემთ, ერთმანეთი გვიყვარს და კარგ ურთიერთობას ვინარჩუნებთ, რაც შვილის სწორად გაზრდისთვის არის საჭირო. ის ხომ ჩვენს პრობლემებში არ არის დამნაშავე”.