უდიპლომო სასიძოსი არ იყოს, ბიჭიკო რომ ეთამაშება პატარა ბავშვებს, ისეა ფრანგული პსჟ-ის ფეხბურთელის ამბავი. ფოტოებზე პსჟ-ის 12-წლამდელთა გუნდია, ამ გუნდში კი ერთი კაცი მოგხვდებათ თვალში…
მაგრამ კაცი კი არა, ბავშვიაო. მისი სახელ-გვარია ბიჩიაბუ ელ-ჩედაილი და დოკუმენტებიც წარმოუდგენია, რომლის მიხედვითაც 2005 წელს არის დაბადებული. ჰოდა, საერთაშორისო ტურნირზეც უთამაშია.
ფიცი გვწამს, სიგრძე გვაკვირვებს.