2018 წლის პირველი გოლის ავტორი გახდა იაპონიის „იოკოჰამა მარინოსის“ ფორვარდი შო ლტო. იმპერატორის თასის ფინალი „სერესო ოსაკა“ – „იოკოჰამა მარინოსი“ 1 იანვარს ევროპის დროით 06:40-ზე დაიწყო და მერვე წუთზე შო ლტომ ანგარიში გახსნა, თუმცა ოსაკელებმა გაათანაბრეს და დამატებით დროში მოიგეს.
იმპერატორის თასის მფლობელი 8 აგვისტოს „კოპა სუდამერკანას“ გამარჯვებულ არგენტინის „ინდეპენდიენტეს“ შეხვდება „სურუგა ბანკის“ თასზე.
„სურუგა ბაკის“ თასს ათწლიანი ისტორია აქვს და როგორც აღვნიშნეთ, ერთმანეთს „კოპა სუდამერიკანას“ და იმპერატორის თასის მფლობელები ხვდებიან. ექვსჯერ იაპონურმა კლუბებმა იმარჯევს, ოთხჯერ კი სამხრეთ ამერიკელებმა.
ისე კი 2017 წლის ბოლო გოლი ისრაელის უმაღლეს ლიგაში გავიდა: „ჰაპოელ ბეერ შევას“ ჩეხმა ფეხბურთელმა ტომაშ პეხარტმა 90-ე წუთზე გაუტანა აშქელონის „ჰაპოელს“.