ესპანურმა “სპორტმა” კლუბებში გაიკითხ-გამოიკითხა და შეიტყო, რომ მომდევნო სეზონიდან ლა ლიგაში რამდენიმე ცვლილება იგეგმება. კეროდ, ჩემპიონისთვის განკუთვნილი თასი პრიმერას გამარჯვებულს დაუყოვნებლივ, გამარჯვების დღესვე გადაეცემა და არა შემდეგი სეზონის პირველ ტურში. ეს ბოლოს მოუღებს დამსახურებული ჯილდოს რამდენიმეთვიან ლოდინს და გაუფასურებასო, წერს გამოცემა.
“სპორტი” აგრეთვე წერს, რომ გასულ სეზონში ტელეკამერამ შემთხვევით გადაიღო, როგორ უკვირდათ “რეალის” მოთამაშეებს, ხორვატ ლუკა მოდრიჩსა და უელსელ გარეთ ბეილს “მალაგასთან” გამარჯვების დღეს რომ არ დააჯილდოეს.
და კიდევ, ესპანეთის ჩემპიონატის სიმეტრიული კალენდარი ასიმეტრიულით შეიცვლება. ეს იმას ნიშნავს, რომ მეორე წრეში თამაშები უკვე სხვა თანმიმდევრობით ჩატარდება, რითაც ქვეყნის ფეხბურთის ასოციაციას საშუალება მიეცემა, “ელ კლასიკო” და წამყვანი გუნდების სხვა თამაშები ჩემპიონთა ლიგის კალენდარს ააცილოს.