„სარბიელის“ მკითხველო, ახალ, 2018 წელს გილოცავთ! ჯანმრთელობას, ბედნიერებას და ცხოვრების გზაზე წარმატებას გისურვებთ!
გასულმა წელმა კვლავ გაგვაერთიანა, მოსული – ვერ დაგვაშორებს. 2018 წელს ჩვენ ისევ თქვენს სამსახურში ვიქნებით. ყოველ საათს და ყოველდღე „სარბიელის“ ვებ-პორტალი ნაირნაირ ამბავთა გუდებით დატვირთული გეახლებათ. სიხარულის გუდიდან ჩვენს ფეხბურთელთა, მორაგბეთა, კალათბურთელთა, მოჭადრაკეთა და სხვა მრავალთა აღზევების ამბებს გამოვამზეურებთ, თუმც სატკივართა გუდასაც უყოყმანოდ მოვხსნით თავს, თუკი ქართულ სპორტში ამის საჭიროებას დავინახავთ. როგორც ყოველთვის, 2018 წელსაც ჩვენი მეგზური სიმართლე და ობიექტური ანალიზი იქნება – სხვანაირად საქმის კეთება ჩვენ არ ვიცით და არც შეგვიძლია.
თქვენ მსოფლიოში საუკეთესო მკითხველი ხართ. ჩვენი ძალა თქვენშია!