დღეს დილით ლისაბონურმა გაზეთმა „კორეო და მანია“-მ დაწერა, რომ პოლიცია იძიებს „ბენფიკასგან“ „რიუ ავეს“ 4 ფეხბურთელის შესაძლო მოსყიდვის ფაქტს.
2016 წლის 24 აპრილს 31-ე ტურში „რიუ ავემ“ „ბენფიკას“ უმასპინძლა და 0:1 წააგო. წინა დღეს მოიგო „სპორტინგმა“ და გადაასწრო თანაქალაქელებს. 77 ქულა ჰქონდა „სპორტინგს“ და 76 „ბენფიკას“. ჩემპიონატის დასრულებამდე 4 ტური რჩებოდა და ბენფიკელებს უეჭველი მოგება სჭირდებოდათ სპორტინგელთა გადასასწრებლად, რათა დარჩენილ ტურებში უკეთესი საჩემპიონო შანსი შეენარჩუნებინათ. ორივე გუნდმა დარჩენილი მატჩები მოიგო და ჩემპიონი „ბენფიკა“ გახდა 88 ქულით, მდევარი კი ორით ჩამორჩა.
ეს ამბავი არ ამოხტებოდა, რომ არა ამ წლის 7 თებერვლის მატჩი „ფეირენსე“- „რიუ ავე“. თამაშზე ბლომად ფული დადებულა, პოლიციამაც ქექვა დაიწყო ამ ქექვაში აღმოაჩინა, რომ „ბენფიკას“ დაქირავებულმა აგენტებმა 2016 წლის 24 აპრილის მატჩამდე „რიუ ავეს“ ფეხბურთელებს ფული გადაურიცხეს.
ოფიციალურმა „ბენფიკამ“ თავი შორს დაიჭირა, საშარო საქმეებში არასოდეს გავრეულვართო.