ფილიპე კოუტინიო ბარსელონაში სახლს ეძებს, რადგან დარწმუნებულია, რომ „ლივერპული“ შეასრულებს მისთვის მიცემულ პირობას  და  იანვარში „ბარსელონაში“ გაუშვებს.

გასულ ზაფხულს, როცა ნეიმარი „პარი სენ ჟერმენში“ გადავიდა, „ბარსელონას“ ფული გაუჩნდა და კოუტინიოს ყიდვა სურდა, მაგრამ „ლივერპულმა“ ბრაზილიელი არ გაუშვა და იანვრამდე მოცდა სთხოვა. ფეხბურთელმა დაიცადა და იანვარიც მოვიდა, ახლა სიტყვა „ლივერპულზეა“.

კოუტინიო 2012 წელს ბარსელონის „ესპანოლში“ იყო განათხოვრებული და ქალაქს საკმაოდ იცნობს. „მუნდოდეპორტივო“ წერს, რომ ბრაზილიელი ხშირად უკავშირდება ლუის სუარესს და პაულინიოს და მათთან ახლოს სახლის მოძებნაში დახმარებას სთხოვს.

ფილიპე კოუტინიოს ფასი დაახლოებით 150 მილიონი ევროა.