როგორც „ბილბაოში“ ტრადიციულად თამაშობენ მხოლოდ ბასკები, ასევე ეკვადორში კიტოს „ნასიონალს“ აქვს  ტრადიცია, გუნდში ჰყავდეს მხოლოდ ეკვადორელები. ასე იყო 1964  წლიდან სანამ წლეულს, დეკემბერში, არ გაირკვა, რომ უკვე ორი სეზონია „ნასიონალში“ 30 წლის კოლუმბიელი  რინსონ ლოპეს ლედესმა თამაშობს.

აქამდე როგორ ვერ გაიგეს ?  17  წლის იყო კიტოში რომ ჩავიდა და ყალბი პასპორტით ეკვადორელი გახდა, რათა სამუშაო უფრო იოლად მოეძებნა. 2009-დან პროფესიულ ფეხბურთშია, „ნასიონალამდე“ ექვსი კლუბი გამოიცვალა და არცერთში არ დაეჭვებულან მის შინაურობაში.

ათიოდ დღის წინ რინსონ ლოპესმა ინტერვიუში ბოდიშებით აღიარა, რომ ყალბი ეკვადორელია, რითაც  „ნასიონალის“ ტრადიცია შებღალა და რასაკვირველია, კლუბმა კარისკენ მიუთითა, ფეხბურთის ფედერაციამ კი ჩაროზად ექვსთვიანი დისკვალიფიკაცია მიართვა.

ცნობისთვის: „ნასიონალი“ ეკვადორის შეიარაღებული ძალების გუნდია.

წილი
წინა სტატიაფეხბურთის ფედერაციამ პრიზები ჩამოარიგა
შემდეგი სტატიაკარლუშ, ოღონდ არა კეირუშ
ვაჟა ხუციშვილი
ვაჟა ფშაველა... უკაცრავად, ფშაველი ვაჟა, გვარად ხუციშვილი. ერთგული, ნიჭიერი და ესპანეთში ნაცხოვრები კაცია, რომელმაც „რეალის” და „ბარსელონას” ქვეყანა შიგნიდან იცის და მკითხველისთვის მრავალი საინტერესო ამბის მოყოლა შეუძლია. ხანდახან ამბობს, კუში კოშმარიაო და ვერ გაიგებ, „მაზიანების” წინააღმდეგია თუ ვიღაც კაცის სახელსა და გვარს ასახელებს.