საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციამ, ტრადიციულად 28 დეკემბერს, „სარბიელის“ დაბადების დღეს, ჟურნალისტთა გამოკითხვის გზით წლის საუკეთესო სპორტსმენები დაასახელა. მოულოდნელი არაფერი მომხდარა – წლის საუკეთესო სპორტსმენად ქართველმა სპორტულმა ჟურნალისტებმა ლაშა ტალახაძე აღიარეს.

ლაშამ ამ ნომინაციაში ზედიზედ მეორედ გაიმარჯვა. საუკეთესო სამეული კი ასეთია:

I ადგილი – ლაშა ტალახაძე

II ადგილი – ზაზა ფაჩულია

III ადგილი – გენო პეტრიაშვილი

წლის შემაჯამებელ ღონისძიებაზე 2017 წლის აღმოჩენად წყალბურთელთა ეროვნული ნაკრების წევრი ანდრო ბითაძე დასახელდა.

შეგახსენებთ, რომ ბითაძე იტალიური “რომას” მოთამაშეა.

დასახელდა 2017 წლის საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენის ვინაობაც  – ეს ტიტული საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრ ზვიად პატარიძეს ერგო.

ამ ნომინაციაში საუკეთესო სამეული ასეთია:

I ადგილი – ზვიად პატარიძე (საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ახალგაზრდული ნაკრების წევრი)

II ადგილი – გელა აფრასიძე (საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების წევრი)

III ადგილი – ანასტასია გოტფრიდი (საქართველოს ძალოსანთა ნაკრების წევრი)

ხმათა უმრავლესობით 2017 წლის საუკეთესო მწვრთნელად გიორგი ასანიძე დასახელდა. საუკეთესო სამეული კი ასეთია:

I ადგილი – საქართველოს ძალოსანთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი გიორგი ასანიძე.

II ადგილი – საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი მილტონ ჰეიგი.

III ადგილი – საქართველოს საკალათბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელი ილიას ზუროსი.