„სუონსის“ მწვრთნელად 52 წლის პორტუგალიელი კარლუშ კარვალიალი დანიშნეს. მან ალან კურტისი შეცვალა, რომელმაც გუნდი 20 დეკემბერს დროებით ჩაიბარა პოლ კლემენტისგან. კლემენტი „სუონსის“ იანვრიდან თავკაცობდა და თითქმის გასავარდნად განწირული გუნდი პრემიერლიგაში დატოვა. ამ სეზონში უელსურმა კლუბმა მხოლოდ სამი მატჩი მოიგო და ისევ ბოლო ადგილზეა. 19 დეკემბერს „ევერტონთან“ მარცხის შემდეგ პოლ კლემენტი მოხსნეს.

კარლუშ კარვალიალი ორი წელი „შეფილდ უენსდეიში“  მუშაობდა და 24 დეკემბერს გაუშვეს. პორტუგალიელმა გუნდი ორჯერ კინაღამ  პრემიერლიგაში გადაიყვანა –  პლეიოფში დამარცხდა, მიმდინარე სეზონში კი მე-14 ადგილი აღარ აპატიეს და დაითხოვეს.

პრემიერლიგაში მთავარ მწვრთნელად სულ ორ პორტუგალიელს უმუშავია. ჟოზე მაურინიუ ამჟამად „მანჩესტერშია“, ანდრე ვიიაშ-ბოაში კი „ჩელსის“ (2011-2012) და „ტოტენჰემს“ (2012-2013)  თავკაცობდა. კიდევ ერთი ცნობილი პორტუგალიელი კარლუშ კეირუში იყო, რომელიც ალექს ფერგიუსონის თანაშემწედ მუშაობდა „მანჩესტერში“.

 

 

წილი
წინა სტატიასაუკუნის თაღლითობა ეკვადორში
შემდეგი სტატიააიაქსი ახალ წელს ახლით შეხვდება
ვაჟა ფშაველა... უკაცრავად, ფშაველი ვაჟა, გვარად ხუციშვილი. ერთგული, ნიჭიერი და ესპანეთში ნაცხოვრები კაცია, რომელმაც „რეალის” და „ბარსელონას” ქვეყანა შიგნიდან იცის და მკითხველისთვის მრავალი საინტერესო ამბის მოყოლა შეუძლია. ხანდახან ამბობს, კუში კოშმარიაო და ვერ გაიგებ, „მაზიანების” წინააღმდეგია თუ ვიღაც კაცის სახელსა და გვარს ასახელებს.