„აიაქსის“  მთავარი მწვრთნელი ერიკ ტენ ჰაგი გახდა, რომელიც მანამდე „უტრეხტს“ თავკაცობდა. 47 წლის ტენ ჰაგმა მარსელ კეიზერი შეცვალა, ვინც ამსტერდამულ კლუბში ოდენ ექვსი თვე გაატარა. კეიზერის  ხელქვეით „აიაქსი“ ჯერ ჩემპიონთა ლიგაში ვერ მოხვდა – „ნიცასთან“ დამარცხდა, მერე კი უეფას ევროპის ლიგის ჯგუფსი ჩარჩა.

ერიკ ტენ ჰაგი მთავარ მწვრთნელად მუშაობდა „იგლზში“ ( 2012-2013 ), მერე მიუნხენის „ბაიერნის“ მეორე გუნდში ( 2013-2015)  როცა „ბაიერნში“ პეპ გვარდიოლა მუშაობდა და ბოლოს „უტრეხტში“ იყო, სადაც სპორტული დირექტორის პოსტიც ეკავა.

ჩემპიონატში ბოლოს საშინაო მატჩი, 5 ნოემბერს, „აიაქსმა“ სწორედ „უტრეხტთან“ წააგო. ტენ ჰაგის დებიუტი 21 იანვარს „ფეიენოორდთან“ შედგება.

წილი
წინა სტატიაკარლუშ, ოღონდ არა კეირუშ
შემდეგი სტატიალაშამ შტანგა, ხალხმა ლაშა აიტაცა
ვაჟა ხუციშვილი
ვაჟა ფშაველა... უკაცრავად, ფშაველი ვაჟა, გვარად ხუციშვილი. ერთგული, ნიჭიერი და ესპანეთში ნაცხოვრები კაცია, რომელმაც „რეალის” და „ბარსელონას” ქვეყანა შიგნიდან იცის და მკითხველისთვის მრავალი საინტერესო ამბის მოყოლა შეუძლია. ხანდახან ამბობს, კუში კოშმარიაო და ვერ გაიგებ, „მაზიანების” წინააღმდეგია თუ ვიღაც კაცის სახელსა და გვარს ასახელებს.